"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება - კახა კვეკვესკირსა და დავით დიღმელაშვილს ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილელებლობას ედავებიან.
ცნობისთვის, მათი დაკავება "ოცნების" დეპუტატებისა და, მათ შორის, კახა კალაძის მისამართით შეძახილ "მონებოს" მოჰყვა.
"არ ვაპირებთ გაჩერებას. ერთი ორი თუ ათი კაცის დაჭერით ვერ დაგვაშინებენ. მთავრობა პოლიციის ხელით ძალადობაზეა გადასული. გავაპროტესტებთ სამართლიანად - ყოველთვის, სადაც საჭირო იქნება", - ამბობს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი.
ამავე თემაზე: