"ოცნების" ოფისთან აქტივისტები თბილისის მერს შეძახილით "მონა" შეხვდნენ - ორი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილი აქტივისტებიდან ორი პირი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც იქ შეკრებილები უმრავლესობის სხდომიდან გამოსულ თბილისის მერს შეძახილით "მონა!" შეხვდნენ. 

ერთერთი დაკავებული აქტივისტი "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი კახა კვეკვესკირია, მეორე კი დავით დიღმელაშვილი. 

ადგილზე ამ დროისთვის ისევ მობილიზებულია პოლიცია, კომენდანტის საათის დაწყების მიუხედავად, აქცია გრძელდება და აქტივისტები დაშლას არ აპირებენ. 

ადგილზე იმყოფება ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძე, რომელიც ამბობს, რომ "აქტივისტების დაკავება უკანონოა და ამაზე დიდი უკანონობა დღეს აქ არ მომხდარა". 

მობილიზებული პოლიციის მისამართით გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ "ეს ბიჭები არ არიან ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრები, ესენი არიან საქართველოს პოლიციელები და კანონს უნდა ემსახურონ".

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ენმ-ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტს მოუხსნის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი