ბავშვთან შეხება არ მქონია, დედამისს აგებინეთ პასუხი - 14 წლის მოზარდის ბიძა

გამოქვეყნდა:

ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ 14 წლის მოზარდის ოჯახი მედიასთან კონტაქტს წყვეტს და არ აკეთებს კომენტარს, იყო თუ არა ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა არასრულწლოვანზე.

თუმცა, "მთავარი არხთან" 14 წლის გოგოს ბიძა პასუხობს დედის ბრალდებებს და ბავშვის მიმართ მუქარასა და ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

"ეს არის ცრუ ინფორმაცია, საერთოდ შეხება არ მქონია ბავშვთან. მე პირადად და არც ჩემს ძმას. გამომძიებლებმა გაარკვიეს ყველაფერი, ბავშვზე ხელი არ არის დანადები. რაც მოხდა, გაირკვა. ბავშვთან შეხება არ მქონია. დედამისს აგებინეთ პასუხი ცრუ ინფორმაციაზე",- აცხადებს ამირან ცეცხლაძე.

ახლა წესით ის უნდა დადგინდეს, ვინ იძალადა ფიზიკურად ნინიზე - 23 წლის ნ.ტ.-მ, რომელსაც ოჯახი გაუპატიურებაში სდებს ბრალს თუ ნათესავებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არასრულწლოვანი ასე უნდა დაესაჯათ.14 წლის გოგოსთან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ პირს პატიმრობა 13 თებერვალს შეუფარდეს.

ამავე თემაზე:

თავი არ მოუკლავს, ბაბუას შემოაკვდა - შვილმკვდარი დედა ბაბუის და ბიძის დაკავებას ითხოვს 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი