ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღარიბის ფონზე, "ქართული ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ალექსანდრე ტაბატაძემ 2012 წლიდან დღემდე მილიონ ლარზე მეტის ქონება შეიძინა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ტაბატაძის ქონება დაუსაბუთებელია და ეს დეკლარაციიდანაც დგინდება.
"შევარდნაძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსანი, ალექსანდრე ტაბატაძე წლების განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თეა წულუკიანის მინისტრობის დროს. სახელები, მიწის აგარაკები, მანქანები, საკმაოდ სოლიდური დანაზოგი, ჯამში მილიონზე მეტია. ტაბატაძის და მისი მეუღლის ხელფასი ამ მილიონი ლარის მესამედიც არ არის. როგორ და საიდან შეიძინა".- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე.
ალექსანდრე ტაბატაძე "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში წულუკიანის გავლენით ჩასვეს. შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული პოლიციის ყოფილი ჩინოვნიკი ახლა პარლამენტში ზის.