"თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, საჩივარი შეიტანოს" - გომელაური 14 წლის მოზარდის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ", - ასეთია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, პირველი კომენტარი ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე, რომელშიც პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება.

"ვისი საკითხი დადგება, არ დადგება, ასეთ ინტერპრეტაციას ნუ უკეთებთ. თუ ვინმეს აქვს რაიმე პრეტენზია, ეს იქნება ოჯახი ან სხვა ვინმე, შეუძლია შეიტანოს საჩივარი. თუ ვინმეს აქვს შეკითხვები, შეუძლიათ მოიძიონ", - ამბობს გომელაური.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, 14 წლის მოზარდის ოჯახი მედიასთან კონტაქტს წყვეტს და არ აკეთებს კომენტარს, იყო თუ არა ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა არასრულწლოვანზე. 

ამავე თემაზე:

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი