გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ და ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებენ.
"არ გვაქვს საერთოდ გზა, ზაფხულში სამთავრობო პირები მოვიდნენ, მოიყვანეს ჟურნალისტი დაუვარდა მიკროფონი და მტვერში ვეღარ იპოვეს, აი ასეთი სიტუაციაა. ზაფხულში საშინელებაა; ზამთარში ტალახი, ვერ დავდივართ....სარწყავი სისტემა არ გვაქვს", - ამბობს ერთერთი ადგილობრივი
ოპოზიცია ამბობს, რომ მერია ბიუჯეტის ფულს წარუმატებელ პროექტებში ხარჯავს.
"ქართულ ოცნებასთან დაახლოებული კომპანიები იგებენ ტენდერებს, რომლებიც შემდეგ უხარისხოდ ასრულებენ სამუშაოებს", - ამბობს გორის საკრებულოს წევრი, "ენმ"-დან, ბექა ქორჩილავა.
გორის მერიაში მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მერს კი, "მთავარი არხისთვის" ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.