სამაჯური - ნაგავში, გირაო - ჰაერში, მელია - ციხეში - მცდელობა მეორე 

გამოქვეყნდა:

გადაწყვეტილება მიღებულია - "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმებას და ამით გზას გაუხსნის პროკურატურას მის დასაკავებლად. 

ეს გზა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ერთხელ უკვე გაიარა - მაშინაც მისმა კოლეგებმა იმუნიტეტი გაუუქმეს და მელია სასამართლოს გადასცეს. 

მოვლენების მაშინდელ განვითარებას ნიკა მელია წინასწარ ვერაფრით გათვლიდა, ახლა კი გამოცდილებით ზუსტად იცის, რაც მოელის და მიუხედავად ამისა, ღიად აცხადებს უარს ხელისუფლების უსამართლო გადაწყვეტილებების დამორჩილებაზე და დგამს ნაბიჯებს, რომლებსაც ის პირდაპირ პატიმრობისკენ მიჰყავს.

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი