ეს ხელისუფლება იყო...მადლობა იაგო - ნიკა მელიას პასუხი იაგო ხვიჩიას

გამოქვეყნდა:

"ეს ხელისუფლება იყო" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იაგო ხვიჩიას პოსტს.

ნიკა მელიამ ხვიჩიას "მთავარი არხის" პირდაპირი ეთერიდან, გადაემა "მთავარ აქცენტებში" უპასუხა:

ეს ხელისუფლება იყო, ნამდვილად ხელისუფლება იყო, ჩემდა სამწუხაროდ. იქ შენ, რაც დაწერე ახლა ეს, უბრალოდ, უპატიებელი არის იმ ადამიანის მიმართ ვინც, როგორც შემიძლია ვიბრძვი და შენ მეუბნები, რომ ნუ იბრძვიო, აი ამ განცხადებით შენ მე მითხარი, ნუ იბრძვიო.... აი ასეთი ხალხიც არსებობს ქართულ პოლიტიკაში, მადლობა იაგო მხარდაჭერისთვის", - თქვა ნიკა მელიამ

ნიკა მელიას ციხეში ჩასმა მიხეილ სააკაშვილის "თამაშია" - ასე ფიქრობს იაგო ხვიჩია. მან ამასთან დაკავშირებით დღეს "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი