
დავით ბაქრაძე "მთავარ აქცენტებში" საუბრისას ამბობს რომ "ევროპული საქარველოს" ორმა ლიდერმა გვერდზე გადგომის გადაწყვეტილება პარტიის განახლების საჭიროებიდან გამომდინარე მიიიღო. ბაქრაძის თქმით, ახლა საჭიროა გიგა ბოკერიამაც იგივე გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ბაქრაძე ამბობს, "ევროპული საქართველო" ერთი კაცის პარტიად იქცევა.
თუ ამას სამივე ვაკეთებთ, სამივე ვიწევით გვერდზე, თუ ამას სამივე არ ვაკეთებთ, თუ ვხედავ რომ ეს არ ხდება და პარტიამ აირჩია ის გზა, რომ დარჩენილი ლიდერის კვალზე წავიდა, მაშინ მე დავრჩები ევროპული საქართველეოს გულშემატკივრად და დავტოვებ პარტიასაც. დიახ, უგულავაც ამ აზრზეა" ამბობს ბაქრაძე ნიკა გვარამიასთან, "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.
შეგახსენებთ, დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა მაისის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობიდან და გენერალური მდივნობიდან წასვლას გეგმავენ და იგივე მოუწოდებენ გიგა ბოკერიასაც, თუმცა ბოკერია ამბობს, რომ პარტიის მმართველობიდან წასვლას არ გეგმავს, რადგან ახლა შესაფერისი დრო არ არის.