
დავით ბაქრაძე არ აკონკრეტებს კიდევ ვინ დატოვებს "ევროპულ საქართველოს", თუმცა ამბობს, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს უახლოეს ხანებში, მაისის ყრილობამდე გაიგებს.
ნიკა გვარამიას კითხვაზე, რამდენად შეიძლება თავმჯდომარის თანამდებობაზე სერგი კაპანაძე ვიხილოთ, ბაქრაძე ამბობ, რომ ის არ აპირებს მემკვიდრის დატოვებას, თუმცა კაპანაძეს ლიდერობის ყველა თვისება აქვს:
მე რახან პარტიის თავმჯდომარეობიდან გვერდზე ვიწეოდი, მემკვიდრის დატოვებას არ ვაპირებ, მაგრამ თუ სერგიზეა საუბარი, მიმაჩნია, რომ ყველა ის თვისება აქვს, რომ იყოს პარტიის ლიდერი, ან ერთერთი ლიდერი როგორც მინიმუმ - ამბობს ბაქრაძე"მთავარ აქცენტებში" საუბრისას.
შეგახსენებთ, მაისის ყრილობის შემდეგ, დავით ბაქრაძე აღარ აპირებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის თანამდებობაზე დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. პარტიის გენერალური მდივნობიდან მიდის გიგი უგულავაც.