"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდრომარე, ნიკა მელია ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრას მართავს. ოპოზიციის ლიდერები იმსჯელებენ როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა და რა იზამენ იმ შემთხვევაში, თუ მელიას დააკავებენ.
"მელიას იცით რატომ ვერ დაიჭერენ?! იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სამართლებრივი და კობახიძე-გავრილოვი-მურუსიძე-კალაძის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ და ვერ დამიჭერენ. მიკვირს რაღა დაგიმალოთ, გულახდილად, ძალიან მიკვირს რატომ ბაქიბუქობენ იმ საკითხზე, რისი თავიც არ აქვთ. გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, ამის თავი არ აქვთ და ვერ დამიჭერენ", - თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა, საკანონმდებლო ორგანო ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე პარლამენტი ხვალ, 16 თებერვალს იმსჯელებს.