ოპოზიციიასთან საერთო შეხვედრაზე "გირჩის განაყოფის" წევრი, იაგო ხვიჩიაც მივიდა. მისი თქმით, ოპოზიცია შეცდა, როცა ფიქრობდა რომ ის "მოქალაქეებთან" ერთად პარლამენტში შევიდოდა, ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე პრეტენზიებს მოისმენენ.
ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციასთან "შერიგებას" იწყებს.
"თქვენ იცით, რომ ოპოზიცა ჩემზე ნაწყენი და გაბუტული იყო და ფიქრობდნენ, რომ მე შევდიოდი პარლამენტში ელისაშვილთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ შევდივართ ელისაშვილთან ერთად პარლამენტში და ვრჩებით ქუჩაში ოპოზიციასთან ერთად. შესაბამისად, გვაინტერესებდა პრეტენზიების შინაარსი, თქვენ ხომ იცით "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" შერიგება გვინდა და ჩვენთვითონ ვიწყებთ იპოზიციასთან შერიგების აქტით", - თქვა იაგო ხვიჩიამ
რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, რომელზეც დღეს ოპოზიცია იმსჯელებს, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მისი დაპატიმრება უსამართლობა იქნება და მელიას მხარს უჭერს.