შევეცდები დავასაბუთო, რატომ არ უნდა მოუხსნან ნიკა მელიას იმუნიტეტი - იოსელიანი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე პარლამენტი ხვალ, 16 თებერვალს იმსჯელებს. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ მზად არიან უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირონ.

რაც შეეხება პარლამენტში შესულ 6 დეპუტატს, მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ და ამბობენ, რომ მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ.

"აქ ერთსულოვნები არა მხოლოდ ჩვენ ვართ, ჩვენი ოპონენტებიც კი ერთსულოვნები არიან ამ საკითხში, რომ ნიკა მელია არღვევს კანონს, მემგონი ამას ნიკა მელიაც არ უარყოფს", - თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა. 

"მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ როცა ეს საკითხი შევა პარლამენტში, შეეცდება დაასაბუთოს, რატომ არ უნდა მოუხსნან ნიკა მელიას იმუნიტეტი, იმ პირობებში, როდესაც 1 კვირის წინ პარლამენტმა მას ის შეუნარჩუნა. 

"ოპოზიციონერი კოლეგაა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარი არ დავუჭიროთ. აქ არაფერი არ არის ისეთი მოსარიდებელი, ლაპარაკია გირაოს გირაოზე, ჩემთვის გაუგებარი რაღაცეებია, მინდა, რომ უკეთესად, მარტო ის რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ეს შეიძლება ჩემთვის საკმარისი არ იყოს", - თქვა დავით ზილფიმიანმა, "ევროპელი სოციალისტების" წევრამ. 

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე ბიუროზე დღეს, 15 თებერვალს იმსჯელებენ, კენჭს კი ხვალ უყრიან.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი