გადაწყვეტილი გვაქვს, მხარი არ დავუჭიროთ - ზილფიმიანი მელიასთვის მანდატის შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესული, ამჟამად "ევროპელი სოციალისტების" წევრი, დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერს. "მხარს ვერ დავუჭერ იმ მელიას შვილისთვის იმუნიტეტის მოხსნას, რომელმაც ბევრი სტენტი ჩამისვა" - თქვა ხუმრობით მან მედიასთან.

"ოპოზიციონერი კოლეგაა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარი არ დავუჭიროთ. აქ არაფერი არ არის ისეთი მოსარიდებელი, ლაპარაკია გირაოს გირაოზე, ჩემთვის გაუგებარი რაღაცეებია, მინდა, რომ უკეთესად, მარტო ის რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ეს შეიძლება ჩემთვის საკმარისი არ იყოს", - თქვა დავით ზილფიმიანმა, "ევროპელი სოციალისტების" წევრმა.

 შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ოპოზიციიდან შესული დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხს კენჭისყრაზე მხარს არ დაუჭერენ, ხოლო "ქართული ოცნება" ამბობს, რომ გადაწყვეტილებაში ერთიანია. 

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე ბიუროზე დღეს, 15 თებერვალს იმსჯელებენ, კენჭს კი ხვალ უყრიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი