საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მმართველი პარტია განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს. სავარაუდოდ, პარტიის წევრები გადაწყვეტილებას მთავრობის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღებენ.
ხელისუფლება როგორც უკვე აღვნიშნე, მოქმედებს ადეკვატურად იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც დღეს ჩვენს რეალობაში არსებობს. შესაბამისად, საკითხი იმისა, გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, საგანგებო მდგომარეობის დასრულების ჟამს თუ რა მოცემულობა გვექნება ჩვენს სახელმწიფოში დაავადების კონტროლთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პარლამენტი მხარს დაუჭერს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისად იქნება მიღებული ამ საბჭოში," - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიცია კი ხელისუფლებისგან საგანგებო მდგომარეობის გასახანგრძლივებლად არგუმენტებს და ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას სთხოვს. ხელისუფლების ოპონენტების ვარაუდით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას სათავისო პოლიტიკური გეგმებისთვის იყენებს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების საკითხზე მსჯელობა მომდევნო კვირაში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.