
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები თუ ჩატარდება ეკლესია რომელიმე ძალას დაუჭერს მხარს, თუმცა მისივე თქმით, დღეს მოქმედი ძალებიდან არავის არ ექნება მათი მხარდაჭერა.
"ხელახალი არჩევნები, რომ ჩატარდეს რა გგონიათ მარტო ამ ძალებს დავტოვებთ, ჩვენ დავუჭერთ რომელიმე ძალას მხარს. პოლიტიკაში გათვლებიც არ იციან. ხელისუფლება ყოველთვის იღებს ხმების რაღაც რაოდენობას, სადღაც 30%-მდე შეუძლია აიღოს. კარგად გადახედეთ რამდენი ადამიანი დაგვიჭერს ჩვენ მხარს თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდით. ანუ მეორე ძალა ეხლა რომ არის მთავარი ოპოზიცია, აღარ იქნება ეს მთავარი ოპოზიცია. ჩვენ თუ დავუჭერთ [მხარს] დღეს მოქმედს არავის. უფსკრულში საქართველოს არ გადავაჩეხინებთ არავის. ქვეყნის ღალატს თავი გაანებონ. ხალხის გამომყვანი ოპოზიცია რომ არ არის, რამდენი ხანია წვალობენ, ჯახირობენ. თუ გამოიყვანენ, 20 ივნისის ღამე რომ ავიღოთ, პასუხისმგებლობა მაგათ ეკისრებათ რაზე გეტყვით, საწყალ ბავშვებს თვალებიც დაეთხარათ, არც ერთ პოკლიტიკოსს არაფერი არ მოსვლია", - თქვა მეუფე იაკობმა.
"ასე თუ მოქცევით, ნახავთ" - უთხრა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს და მედია ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა. ამავე თემაზე:
ავტორი: ია გულიაშვილი.