25 თებერვალსა და 31 მარტს ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს გეგმავს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ თვის ბოლოს მასშტაბური აქცია დააანონსა. შეხვედრა "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მელიას განცხადებით, პირველი აქცია 25 თებერვალს თბილისსა და ბათუმში ჩატარდება, ხოლო მეორე 31 მარტს.

"ეს არანაირ კავშირში არაა ჩემს საქმესთან მიმართებაში, ჩვენ რეგულარულად ვიკრიბებით ხან ლელოს ოფისში ხან ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ეს პირველი შეკრებაა უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს დღე, 100 წლის წინ, როდესაც მოახერხეს ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება, ამ ყველაფრის გაპროტესტება, მშვიდობიანი მსვლელობა-მანიფესტაციით, 100 წლის თავზე მოვაწყოთ", - თქვა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, საქართველო კვლავ იგივე გამოწვევის წინაშე დგას, რაც 100 წლის წინ ჰქონდა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი