ფილმში იპოლიტე ხვიჩია რომ იღწვის ციხეში მოსახვედრად, ამ სიუჟეტს ჰგავს - ბითაძე მელიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ, მაია ბითაძის აზრით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ქცევა ფილმში იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟს შეადარა, რომელსაც ციხეში მოხვედრა უნდა.

"ახლა ბატონი ნიკა მემგონი გვთავაზობს მთელ მოსახლეობას, რომ გადავიდეთ ანარქიის რეჟიმში. ეს არასწორია, როდესაც კანონმდებლობით გევალება გირაოს გადახდა, გირაო უნდა გადახადო. ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ ძველ ქართულ კინოში არის, იპოლიტე ხვიჩია რომ იღწვის, რომ ციხეში მოხვდეს, დაახლოებით, ამ სიუჟეტს გავს ნიკა მელიას ქმედება, მას ძალიან უნდა, რომ საპატიმროში მოხვდეს, მაგრამ გაუგებარია რატომ", - თქვა მაია ბითაძემ "ფორმულასთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ოპოზიციიდან შესული დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხს კენჭისყრაზე მხარს არ დაუჭერენ, ხოლო "ქართული ოცნება" ამბობს, რომ გადაწყვეტილებაში ერთიანია. 

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე ბიუროზე დღეს, 15 თებერვალს იმსჯელებენ, კენჭს კი ხვალ უყრიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი