საოკუპაცო ხაზზე გადმოსული ჩვენი მოქალაქეებისთვის კარანტინი გაუქმდეს - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეებისთვის კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი კომისიის სახელზე განცხადება შეიტანა.

როგორც ხოშტარია ამბობს, რეგულაციების მიხედვით, აფხაზეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს 5 დღით კარანტინში წასვლა უწევთ.

"არის ერთ-ერთი თემა ამ პანდემიასთან დაკავშირებული, რომელიც გამორჩენილია დისკუსიიდან. ეს არის უმწვავესი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც გადმოდიან საოკუპაციო ხაზზე, რადგან რეგულაციების მიხედვით, მათ უხდებათ 5 დღე კარანტინში წასვლა. ეს არის პრაქტიკულად საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეების რეგულაცია, რაც პოლიტიკურადაც არასწორია",- თქვა ელენე ხოშტარიამ.

პოლიტიკოსმა ადმინისტრაციას წერილით ელისო ჯანაშიასთან ერთად მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი