
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია "ნათელაშვილის ფანჩატურში" შეკრებაზე შევიდა, როგორც რადიკალური ოპოზიცია და გამოვიდა, როგორც ანარქისტი.
"არ შეიძლება მორალი იყოს კანონის ჩარჩოებიდან გასვლის მხარეს. ასეთი ლოგიკა არის ქაოსისკენ მიმართული, ასეთი ლოგიკა არის სახელმწიფოს დანგრევისკენ მიმართული, ეს ძალიან კარგად იციან და ამას აკეთებენ შეგნებულად. დღესაც იგივე მოხდა, ისინი, რაღაც შეკრებაზე, ისევ და ისევ, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში, შევიდნენ, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისეტები, რომლებიც ფიზიკურ ზეწოლას თუ დაპირისპირებას აანონსებენ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება "ჰუმანურია", მაგრამ კანონის ჩარჩოებიდან გასვლა "წითელი ზღვარია".