14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ გოგონას ბაბუა დააკავა.
ბრალდებასა და შესაბამის მუხლზე ინფორმაციის გარკვევა ვცადეთ, თუმცა პროკურატურა ჩვენს ზარს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ დღესვე გასაჯაროვდა თვითმკვლელობამდე 2 თვით ადრე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა - მრავლობითი სისხლჩაქცევები და ფიზიკური ძალადობის უტყუარი კვალი.