მრავლობითი სისხლჩაქცევები და ფიზიკური ძალადობის უტყუარი კვალი - "მთავარმა" მოიპოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ქობულეთში ტრაგიკულად გარდაცვლილ 14 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე 2 თვით ადრე ჩაუტარდა, თუმცა დაგვიანებით გამოქვეყნდა.
ექსპერტიზა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოჯახისთვის ცნობილი გახდა არასრულწლოვანი გოგოსა და ზრადსრული მამაკაცის სექსუალური კავშირის შესახებ.
თავის მხრივ, დაღუპულის ბიძა - რომელიც გუშინ გამოკითხვაზე იყო - უარყოფს მისი მხრიდან მოზარდზე ძალადობას.
არასამთავრობო სექტორი სკეპტიკურადაა განწყობილი გამოძიების მიმართ და ამბობენ, რომ დაგვიანებულმა რეაგირებამ ტრაგიკული შედეგი გამოიწვია.
"ძალიან შემაშფოთებელია, რომ სხვა ტიპის დაზიანებებიც ჰქონდა, ესეიგი, დანაშაული მოხდა. ახლა მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ ჩაიდინა ის", - ამბობს ბაია პატარაია.
ამავე თემაზე: