სოციალურად დაუცველების, იპოთეკარებისა და ჰესებით დაზარალებულების აქცია ბათუმში

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის სახლის წინ, იქ სადაც 3 თვეზე მეტია ოპოზციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დღეს აქცია გამართეს სოციალურად დაუცველებმა, ავტობანისა და ჰესების მშენებლობის შედეგად დაზარალებულებმა, რომლებსაც კომპენსაციები ამ დრომდე არ აუღიათ, ასევე იპოთეკით დაზარალებულებმა და ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა.

აქციის ორგანიზატორმა, უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დააანონსა, რომ დღეს მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლას, თუმცა რადგან ამინდმა ხელი არ შეუწყოთ, ამჯერად კარვები ადგილზე არ მიუტანიათ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი