ზურა ჯაფარიძე აღმაშენებლის 45-ში, დალუქული ბარის ლუქის ასახსნელად მივიდა, თუმცა ადგილზე მობილზიებულმა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა.
ბარი "ჯაფარასთან" დღეს გამთენიას დალუქეს. შრომის ინსპექცია ამტკიცებს, რომ იქ დააფიქსირეს "არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის" განმეორება
შეგახსენებთ, რომ ბარი 13 თებერვალს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა დემონსტრაციულად გახსნა, და ამ ფორმით პოლიტიკური დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.ადგილზე მუნიციპალური და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მალევე მივიდნენ და ზურა ჯაფარიძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა ობიექტმა გუშინ, 14 თებერვალსაც განაახლა მუშაობა. ადგილზე სამართალდამცველები გუშინაც მივიდნენ.
დალუქვის მიუხედავად კი ბარი "ჯაფარასთან" დღეს 19:00 საათზე ისევ გაიხსნება