წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ამისთვის ღირდა სიცოცხლე, ამისთვის ღირს ცხოვრება - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

მე სანერვიულო არაფერი არ მაქვს - ნიკა მელიამ მორიგი საგანგებო განცადება გააკეთა,. ენმ-ს ლიდერი ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებებს გამოეხმაურა. ნიკა მელიას თქმით, გავრილოვის პირით რუსეთმა ქართულ ოცნებას მორიგი დაკვეთა მისცა - გააგრძელოს რეპრესიები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ოკუპანტი ქვეყნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმა გააპროტესტა.

გავრილოვმა 20 ივნისის ღამეს "ქართული ოცნების" მსგავსად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა:

ეს არის პირდაპირი დირექტივა ქართული ოცნებისთვის პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისს მონაწილეთა წინააღმდეგ და მათ დასასჯელად.

ბევრი სალაპარაკო აღარ დარჩა. წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი და მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხი" ამბობს ნიკა მელია. 

ენმ-ს თავმჯდომარემ დღეს მხარდამჭერებს და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა: 

ამისთვის ღირდა სიცოცხლე, ამისთვის ღირს ცხოვრება. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს გავრილოვების გარეშე. - თქვა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე

სერგეი გავრილოვმა "მთავართან" სატელეფონო კომენტარში ნიკა მელიას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი