
მაგარ ბიჭობანას თამაშობენ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების"მოქმედებას და მათ განცხადებებს. "დღის სტუმარში" საუბრისას ხუხაშვილი ამბობს, რომ მათ "მამა ზემოდან უყურებთ" და სისუსტის დემონსტრირება არ სურთ.
გარდა ამისა, გუა ხუხაშვილი იმ დეპუტატებზეც საუბრობს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში რეალურად საკუთარ ბიზნეს ინტერესებს იცავენ, ხუხაშვილს ამის მაგალითად ნინო წილოსანი მოჰყავს:
მაგარ ბიჭობანას თამაშში არიან. ისეთ რაღაცეებს წერენ,ისე ბაქიბუქობენ. ეს გაუგებარი ხალხი საიდანღაც მოიყვანეს ახლები და ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლიაო...ვინ, წილოსანი იბრძოდა? წილოსანის მამა, ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, მოვიდა ჩემთან და საქმის ჩაწყობაზე მელაპარაკებოდა. საქმის ჩაწყობაზე და თავის ბიზნესებზე მელაპარაკებოდა და ის შვილიც ამისთვის ჰყავს იქ ხომ? გამოდის და დიდი პოლიტიკოსივით მელაპარაკება " ამბობს გია ხუხაშვილი