სერგეი გავრილოვის მადლობა ქართულ ოცნებას და მორიგი დაკვეთა მოსკოვიდან. გავრილოვი ახლა ბოდიშს ითხოვს და კმაყოფილებას ვერ მალავს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნეა.
"მთავართან" საუბარში გავრილოვი, ისევე როგორც "ქართული ოცნება" ნიკა მელიას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
მოსკოვიდან მიღებული კიდევ ერთი დაკვეთა- ასე აფასებს ნიკა მელია გავრილოვის განცხადებას.
ქართული ოცნების და სერგეი გავრილოვის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა. მმართველ გუნდში, რუსეთის დუმის მსგავსად ნიკა მელიას ბოდიშს ელოდებიან და უხერხულობას არ უქმნით ის, რომ მათ სახელით განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიები - მოსკოვში დადებით შეფასებებს იმსახურებს.
ქართული ოცნება ხვალ უკვე მეორედ სადეპუტატო მანდატს გაუუქმებს ნიკა მელიას, რომელიც ამის გაკეთებას ისედაც მეორე თვეა ითხოვს.