ქობულეთის ტრაგედიის მოულოდნელი გაგრძელება - პოლიციამ სუიციდის შედეგად გარდაცვლილი გოგონას ბაბუა დააპატიმრა.
სამართალდამცველებმა ეს გადაწყვეტილება სამხარაულის ბიუროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მიიღეს. დოკუმენტში დადასტურებულია, რომ სექსუალურთან ერთად, მოზარდს ფიზიკური ძალადობის ნიშნებიც აღენიშნებოდა. ბაბუა სწორედ ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული.
ოჯახში პოზიცია ორად გაიყო - ნათესავები გამორიცხავენ მოხუცის მხრიდან ასეთ ქმედებას, გოგონას დედა კი დარწმუნებულია ძალადობაში. რატომ დასჭირდათ პოლიციას და ექსპერტიზას ორი თვე გამოძიებისთვის - ამ კითხვაზე კი პასუხი კვლავ უცნობია.
14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ტაკიძეს კიდევ ერთი პიროვნება ადანაშაულებს სექსუალურ შევიწორებაში. ანი დიასამიძემ დღეს მედიასთან პირველად მოყვა იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე