გარყვნილი ქმედება განახორციელა - 14 წლის ნინის საქმეზე დაკავებულს კიდევ ერთი ახალგაზრდა ამხელს 

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე დაკავებულ ნიკა ტაკიძეს, სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი გოგო ამხელს. ანი დიასამიძე ამბობს, რომ ფაქტი რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაშინ, როცა ის 17 წლის იყო.

პირდაპირ გარყვნილი ქმედება განახორციელა, ეს იყო სექსუალური შევიწროება იმისთვის, რომ სახე არ დამენახა ხელი მკრა და წავიქეცი, მაგრამ მოვასწარი სახის დანახვა...დღეს, რომ არა ეს ამბავი ალბათ დიდხანს დავმალავდი, იმიტომ რომ მაშინებს საზოგადოების რეაქცია - ამბობს ანი დიასამიძე ტვ 25-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ქობულეთში 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე თვით ადრე ის გააუპატიურეს. ექსპერტიზის დასკვნა კი მხოლოდ გოგონას გარდაცვალების შემდგ გახდა ცნობილი.

პროკურატურამ ნიკა ტაკიძე რასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით კი ბრალი დაუმძიმა და მის წინააღმდეგ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც დაიწყო.

დღეს, ძალადობის ბრალდბით დააკავეს 14 წლის ნინის ბაბუაც. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი