ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ოპოზიციას ემუქრება. მეუფე იაკობი ამტკიცებს რომ თუ ეკლესია კონკრეტული ძალის მხარდაჭერაზე ჩამოყალიბდება, ხალხი მხარს სწორედ იმას დაუჭერს, ეკლესიის გარეშე კი ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.
მეუფე იაკობი დღეს იმასაც ამტკიცებდა რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ ოპოზიციას ეკისრება.
მეუფე ნიკოლოზმა კი დღეს მთავარ არხთან საუბრისას განმარტა, რომ პოლიტიკურ პროცესებში სასულიერო პირების ჩარევა მიუღებელია.
ოპოზიცია ამბობს რომ პოლიტიკურ საკითხებში სასულიერო პირის ამგვარი ჩარევა, მით უფრო მუქარა დაუშვებელია.