"გავრილოვის იყო დღე, მერე აღმოჩნდა მელიას ღამე" - "ოცნების" ახალწვეულები მხარს "კანონის უზენაესობას" უჭერენ

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებაზე "ქართული ოცნების" ახალ დეპუტატებს ერთნაირი შინაარსის კომენტარები აქვთ. ამბობენ, რომ  მხარს "კანონის უზენაესობას" უჭერენ. 

"გავრილოვის ღამე არ ყოფილა, გავრილოვის იყო დღე, მერე აღმოჩნდა მელიას ღამე", - ამბობს ქეთი დუმბაძე

"მე ვემხრობი კანონის უზენაესობას, მე პირადი გადაწყვეტილებები არ შეიძლება მივიღო პარლამენტში, ხომ ხვდებით. ჩემი აზრი არის ერთადერთი კანონის უზენაესობა", - თქვა ელისო ბოლქვაძე

"დაველოდოთ ხვალინდელ დღეს იმიტომ, რომ ხვალამდე კიდევ შეიძლება ვითარება შეიცვალოს ბატონ მელიას მხრიდან. მე დღესაც და ხვალაც ზოგადად კანონის უზენაესობას დავუჭერ ყოველთვის მხარს", - ამბობს ვიქტორ სანიკიძე. 

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას უყრის კენჭს.

"ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატუირას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი