გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად კომენდანტის საათი დაარღვია. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ დაუმორჩილებლობა პროტესტის ნიშნად გამოაცხადა.
მისი თქმით, სოლიდარობას უცხადებს ნიკა მელიას, ყველა პოლიტიკური ნიშნით დაჯარიმებულს და არ ემორჩილება "ქართული ოცნების" უკანონო შეზღუდვებს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, თუმცა მათ წულაია არ დააჯარიმეს.
გოგი წულაიას თქმით, სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს, საჯაროდ დაჯარიმებმა ვერ გაბედეს და სავარაუდოდ, ჯარიმას სახლში გაუგზავნიან.