"პარლამენტში" მივლენ ჩემი ადვოკატებიც. კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ! - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მისთვის მანდატის გაუქმებამდე რამდენიმე საათია ადრე "ფეისბუქზე" მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხვალ, "გავრილოვის პარლამნეტში" მისი ადვოკატები მივლენ. 

"ხვალ, 16 თებერვალს, 10 საათზე "პარლამენტში" იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე პროკურორი მიდის. 
„პარლამენტში“  მივლენ ჩემი ადვოკატებიც - გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და  ბექა ბასილაია. ადვოკატები მიდიან ერთადერთი მიზნით - პროკურორს დაუსვან კითხვები, რათა  მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ.  იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“.  გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით  დამთავრებული! და სულ ბოლოს ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის  წინაშე!", 
 - წერს ნიკა მელია 

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას უყრის კენჭს.

"ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატუირას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი