
2021 წლის 25 თებერვალს, თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები
ვიკრიბებით რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტთან! - ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" ღონისძიება დაანონსდა.
აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან:
შევიკრიბოთ და გავაგონოთ მსოფლიოს ჩვენი ხმა!
შევიკრიბოთ ჩვენი ამჟამად დატყვევებული თანამოქალაქეების: ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევის და რამაზ ბეღელურის მხარდასაჭერად!
შევიკრიბოთ იმიტომ, რომ საქართველო გრძელდება!Never Back To USSR! Never! Ever! - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.