გამარჯვება მომპარა, ოფისი დამიწვა, მეორედ მიპირებს დაჭერას. დაჯექი ხუთიანი! - მელია კობიაშვილზე

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია სფფ-ს პრეზიდენტსა და გლდანის ოლქში, მის კონკურენტზე "ქართული ოცნებიდან", ლევან კობიაშვილზე წერე:

რა ამის პასუხია და ლევან კობიაშვილი გამახსენდა .
არჩევნები მოვუგე, გამარჯვება მომპარა,ოფისი დამიწვა, ხალხი იარაღით არბენინა და ახლა თითის ერთი გაქნევით  მეორედ მიპირებს დაჭერას.  
ყოჩაღ! დაჯექი ხუთიანი! - წერს მელია

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას უყრის კენჭს.

"ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატუირას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი