
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ჩამოვიდა. დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრთან. მთავარი განსახილველი თემები ეუთოსა და საქართველოს თანამშრომლობა იქნება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამ კონტექსტში, დაგეგმილია შვედი დიპლომატის გასვლა საოკუპაციო ზოლზეც.