ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

გამოქვეყნდა:

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა, - ეს განცხადება პროკურორმა ამირან გულუაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე გააკეთა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ერთადერთი მიზეზი და საფუძველი, რის გამოც მოხდა ამ პროცედურის ინიცირება ხორციელდება, არის ის , რომ ნიკა მელიას არ სურს მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა, სხვა სამართლებრივი მოცემულობა ამ საკითხს არ აქვს.

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ წინადადებით, მიიღოთ გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით პატიმრობით შეცვლის შესახებ".- განაცხადა გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს. "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს,  რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატურას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი