14 წლის გარდაცვლილი, არასრულწლოვნის ოჯახის წევრები, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ დროისათვის ქობულეთის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
გარდაცვლილი ნინი ცეცხლაძის საცხოვრებელ სახლში და ბიძების ოჯახებში დილიდან არავინ იმყოფება.
გარდაცვალების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს მამიდა ციალა ცეცხლაძე.
იგი ადასტურებს, რომ ექსპერტიზაზე, ინციდენტის შემდეგ ნინის თავად ახლდა თბილისში, თუმცა მოზარდისთვის გარეგნული დაზიანებები არ შეუმჩნევია.
რაც შეეხება დედის ბრალდებას, რომ ნინი გარდაცვალებამდე ბაბუას ზეწოლას გამოექცა სახლიდან და ღამე მამიდასთან გაათია, ციალა ცეცხლაძის განმარტებით, არასრულწლოვანი მასთან ხშირად რჩებოდა თუმცა ოჯახის, კერძოდ ბაბუას და ბიძების მხრიდან ძალადობას უარყოფს.
თეა ვაშალომიძე
ამავე თემაზე:
სექსუალური შევიწროების კიდევ ერთი მსხვერპლი ალაპარაკდა - ქობულეთის ტრაგედიის გაგრძელება