ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ბიზნესპარტნიორის მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ტოგონიძის ახლობლებმა მორიგი აქცია გამართეს. დაკავებულის ახლობლები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ.
მათი თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ტოგონიძის ბრალეულობას დაამტკიცებს. ამასთან, ამბობენ, რომ დაკავებულმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება წამებისა და მუქარის ფონზე მისცა, რადგან მას შვილებზე ძალადობით ემუქრებოდნენ.
ახლობლები, ასევე ამბობენ, რომ დაკავებულს პოლიციაში ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილები საქმის სწორად შესწავლას მოითხოვენ და ამბობენ, რომ გარდაცვლილმა ბოლო ღამე მათთან გაათენა და მეგობრებს დაპირისპირება არ ჰქონიათ.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ტოგონიძე 2019 წლის ნოემბერში მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
17 წლიანი პატიმრობა იძულებითი ჩვენების გამო - ალექსანდრე ტოგონიძის საქმე