ალექსანდრე ტოგონიძე, ქუთაისის ნომერ 2 დაწესებულების პატიმარია, რომელიც სამართალს თითქმის ერთი წელია ეძებს. ამ დროისთვის უკვე მსჯავრდებულია, გასამართლებულია განზრახ მკვლელობისთვის, თუმცა, ამტკიცებს, რომ საქმის მთავარი მტკიცებულება- მისი აღიარება პოლიციამ წამების შედეგად მოიპოვა. 

ალექსანდრე ტოგონიძის ინფორმაციით 2019 წლის 17 ნომებერს საჩხერის პოლიციის უფროსმა დაურეკა და სახლიდან მოტყუებით გაიყვანა, უთხრა, რომ პირად საქმეზე შეხვედრა უნდოდა. ის დათანხმდა,  თუმცა ამბობს რომ განყოფილებამდე ვერ მივიდა. ტოგონიძის მტკიცებით, გზად მას ქუთაისის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და  სამხარეოს შენობაში იძულებით წაიყვანეს. მისივე თქმით, პოლიციელებმა  ყველაზე სასტიკი მეთოდები გამოიყენეს და აწამეს. წამებას თან ახლდა მუქარა ოჯახის წევრების მიმართ. 

სწორედ ეს გაახდა მიზეზი, რის გამოც, ტოგონიძის თქმით, მან ხელი მოაწერა ჩვენებას, რომლის თანახმადაც, თითქოს ის აღიღებდა, რომ 2018 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენი ნიკოლოზ ქურასბედიანი მოკლა.

ამ მკვლელობის შესახებ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. 2 წლის წინ მედიაში მხოლოდ ის გავრცელდა  რომ სამართალდამცავებმა ვანის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს. სასტიკ მკვლელობაში დამნაშავეს პოლიცია წელიწად ნახევრი ეძებდა. სავარაუდეოდ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო სამართალდამცავებს უჭირდათ  დაედგინათ პირი ვინც ბიზნესმენი ქურასბედიანი მოკლა.

სამართალდამცავები, რომ რეალური მკვლელის დადგენით არ დაინტერესებულან, ამაზე მსჯავრდებულის ადვოკატიც საუბრობს. გაგი მოსიაშვილი აბობს, რომ გამოძიებაში დაწყებული უკანონობები სასამართლოში გაგრძელდა. მოსიაშვილის მტკიცებით მოსამართლემ ალექსანდრე ტოგონიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეტა მტკიცებულებების გარეშე შეუფარდა. 

მოსამართლე თათია გოგოლაურის განაჩენი ალერქსანდრე ტოგონიძეს ახლა სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. ის ასევე ელოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგს, ტოგონიძემ და მისმა დეიდაშვილმა გამოძიებას ქუთაისის სამხარეო პოლიციაში ცემისა და წამების შესახებ ჩვენება უკვე მისცეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ მოძალადე პოლიციელების ამოცნობაც შეუძლიათ თუმცა, ამით არავინ ინტერესდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამბობენ რომ გამოძიება  გრძელდება. თითქმის ერთი წელია უწყება ჩვენების იძულებისა და   პოლიციელების მიერ ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს სწავლობს თუმცა უშედეგოდ. მოძალადე პოლიციელების პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი