ორი პირი, რომლებიც სოფელ კაბალადან ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
ვუგარ და სალმან ალიევები სამართალდამცავებმა საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და რეალიზების სავარაუდო ფაქტზე გამოკითხეს. მას შემდეგ, რაც ერთ- ერთის კუთვნილი ავტომობილი გაჩხრიკეს და ნარკოტიკს ვერ მიაგნეს, ორივე მათგანი გაუშვეს.
ადგილობრივები ირწმუნებოდნენ, რომ ხელისუფლებამ მათი დაკავებით სოფლის დასჯა იმის გამო გადაწყვიტა, რომ კაბალაში საპარლამენტო არჩევნები წააგეს.
ერთ- ერთმა მათგანმა წარსულში ჩხუბსა და ნარკოტიკებთან დაკავშირებით რამდენიმე წლიანი სასჯელი მოიხადა.