მომაკვდავი პარტიის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნა, შესაძლოა, მიზანშეწონილი არ ყოფილიყო - ბექა დავითულიანი ნიკა მელიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა შესაძლოა, მიზანშეწონილი არ ყოფილიყო, თუმცა მისი თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატები "სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე" მოქმედებან.

"მომაკვდავი პარტიის ლიდერის იმუნიტეტის მოხსნა და ამით მისი პოლიტიკური გაცოცხლება და ოპოზიციისთვის რაღაც მოკლე ვადიანი საბაბის მიცემა, შეიძლება მიზანშეწონილი არ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ამოვდივართ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე",-ამბობს დავითულიანი.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი