მოვუწოდებ მათ, შეეშვან დამუქრებას, ცირკების დადგმას - მაია ბითაძე ოპოზიციას მიმართავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მაია ბითაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს.

ბითაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ "შეეშვან პოლიტიკურ სპეკულირებას"

"თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური სპეკულირება ის, რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს და სამართლებრივი საკითხი გადაჰყავთ პოლიტიკურ ჭრილში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ შეეშვან დამუქრებას, შეეშვან ცირკების დადგმას. ეს არის კიდევ ერთი შანსი ოპოზიციისთვის, რომ ეცადონ და დაელოდონ, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდეს ქუჩაში",-თქვა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი