გამოწვევებთან ბრძოლა ჩართულობის გზით უნდა მოხდეს - ეუთოს თავჯდომარე პრემიერს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ეუთოს მოქმედი თავჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე, საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა.

ენ ლინდე ტვიტერზე წერს, რომ ევროპის უსაფრთხოების წესრიგის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლა დიალოგისა და ჩართულობის გზით უნდა მოხდეს.

"მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრემიერმინისტრ გახარიასთან. ევროპის უსაფრთხოების წესრიგის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლა ეუთოს პრინციპების დაცვისა და ვალდებულებების შესრულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით უნდა მოხდეს",-წერს ენ ლინდე.

ეუთო-ს მოქმედი თავჯდომარე საქართველოში დღეს, 16 თებერვალს ჩამოვიდა. პრემიერმინისტრის გარდა, ლინდე შეხვედრას გეგმავს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან,  საგარეო საქმეთა მინისტრთან და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი