
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი "ფეისბუქზე" ეხმიანება "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის გადაწყვეტილებას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.ასევე, "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებებს, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის შეთავაზებასთან დაკავშირებით.
"ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი. თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!"- წერს თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 15 თებერვალს გავრცელდა. ერთპარტიული პარლამენტის გადაწყვეტილებამდე წულუკიანმა კიდევ ერთი პოსტი ნიკა მელიას მიუძღვნა.
ამავე თემაზე:
გმირად ვეღარ ჩამოყალიბდები, "ბიძიკო" - თეა წულუკიანი ნიკა მელიას