ქობულეთში, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. საუბარია არასრულწლობის ბაბუაზე.
უწყების ინფრმაციით, ს.ც-ს ბრალი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე წარედგინა.
გამოძიების თანახმად, 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში ს.ც-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილიშვილს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დაკავების შემდეგ, დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილიზე იძალადა.
სამართალდამცველებმა 14 წლის გოგოს ბაბუა გუშინ, 15 თებერვალს დააკავეს.