ბაბუამ შვილიშვილზე ძალადობა აღიარა - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, 14 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულმა ბაბუამ შვილიშვილზე განხორციელებული ძალადობა აღიარა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

საგამოძიებო უწყებამ დაკავებულს ბრალად გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარუდგინა:

სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი