გავრილოვის შავ-ბნელი წარსული და ბურუსით მოცული ბიოგრაფია 

გამოქვეყნდა:

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პოლიტიკური კარიერა სწორედ ბნელი 90- იანებიდან და სისხლისმღვრელი ომებიდან იწყება.

ჯერ კიდევ 1990 წელს ის ტულის სათათბიროს დეპუტატი გახდა. პარალელურად ბუღალტრად მუშაობდა სამხედრო სამრეწველო კომპლექსში. 

გავრილოვი ყველგან იყო - აფხაზეთში, სადაც რუსული სამხედრო მანქანა დაუფარავად ეხმარებოდა სეპარატისტებს, დენსტრისპირეთშიც და ბალკანეთშიც. 

გავრილოვის ბიოგრაფიის ეს პერიოდი ბურუსითაა მოცული.  

გავრილოვი ერთი პერიოდი რუსული მიგების წარმოებით იყო დაკავებული, ცნობილია რომ აქვს პილოტის ლიცენზია. მის ბიოგრაფიაში არსებული შავი ლაქები და საომარ კონფლიქტებთან უცნაური კვეთა,  მხოლოდ ამყარებს ეჭვს - რომ ის სამხედრო მრეწველობასთან ერთად, აქტიურად იყო დაკავებული სამხედრო დაზვერვით.

დიდ პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები 9 აპრილის ჯალათთან, გენერალ ლებედდთან ერთად გადადგა, რომლის საარჩევნო კამპანიასაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ლებედის დასასრულთან ერთად კი სერგეი ანატოლის ძემ პოლიტიკური მომავალი უკვე კომუნისტურ პარტიას დაუკავშირა.

ანარქიზმზე დაიცვა დისერტაცია და სპარსეთის ყურეში 2003 წელს ახალი ომის დაწყებისთანავე ერაყში ვიზიტებს მოუხშირა. 

გავრილოვი ყოველთვის იმ დელეგაციის საკვანძო წევრი იყო, რომელიც სისტემატიურად სტუმრობდა იატაკქვეშეთში გადასულ სადამ ჰუსეინს.

2005 წელს გავრილოვი დუმაში შევიდა. 2008 წელს კი საქართველოს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. 

2011 წლიდან მოუხშირა სირიაში მოგზაურობა, რაც სამოქალაქო ომის გაღვივებას დაემთხვა. დიქტატორ ბაშარ ასადთან გავრილოვის შეხვედრები მართლმადიდებლური მისიონერობით ინიღბებოდა.

ღრმადმორწმუნე დეპუტატი თბილისშიც არაერთხელ შეეცადა ჩამოსვლას. საბოლოოდ კი საქართველოში  სულიერი ძმები და სიმშვიდე მხოლოდ 2019 წლის 20 ივნისს იპოვა.

იმ საბედისწერო დელეგაციაში იყვნენ სხვა არანაკლებ საინტერესო პერსონები - ალექსეი ჩეპა - ეფესბეს მაღალჩინოსანი და არკადი გაიდამაკის მეგობარი.  

გაიდამაკი ის ოლიგაქრია, ვინც 90- იანებში მილიარდი დოლარის ტანკები გაყიდა აფრიკაში და ვის ხელზეც 11 მლნ ადამიანი სისხლია. ამ კაცის სახლში პარიზში, ერთი პერიოდი ბიძინა ივანიშვილიც ცხოვრობდა.

​გაიდამაკი საფრანგეთის ხელისუფლებამ  2015 წელს დაიჭირა იარაღით უკანონო ვაჭრობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი