ქვეყანას ჭირდება „გადატვირთვა“ - მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას, "ფეისბუქით" ეხმაურება.

ხაზარაძე წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით "ოცნებამ" პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ხაზარაძე "გადატვირთვისა" და ვადამდელი არჩენების აუცლებლობაზე საუბრობს:

ნიკა მელიასთან დაკავშირებით დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, "ქართულ ოცნებას"
ისედაც მწვავე პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა ჩიხში შეყავს. მმართველ ძალას
პროცესი ისევ უკიდურესი პოლარიზაციისკენ მიჰყავს.
საქართველო ამდენ რყევას ვეღარ გაუძლებს და ნგრევაზე ორიენტირებული პოლიტიკური
პროცესები მალე შეუქცევადი გახდება.
თქვენ, "ქართულ ოცნებას", გინდათ ძალაუფლების სრული კონტროლი, მაგრამ არ გინდათ
პასუხისმგებლობის აღება.
ჯერ კიდევ შეგიძლიათ, რომ ეს აბსურდი შეაჩეროთ, შეწყვიტოთ პოლიტიკური
ანგარიშსწორება და პროცესი დიალოგის რეჟიმში დააბრუნოთ.
ქვეყანას ჭირდება „გადატვირთვა“ და ეს უალტერნატივოდ არის ვადამდელი არჩევნები!" წერს მამუკა ხაზარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი