არასდროს, მე არ მახსოვს ჩემი თავი ამდენად მართალი - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღემდე არ ახსოვს საკუთარი თავი იმდენად მართალი, როგორიც დღესაა. ამ თემაზე მან გადაცემა "ღამის მთავარში" ისაუბრა.

"21 დეკემბერს გავხდი 41 წლის და არასდროს, მე არ მახსოვს ჩემი თავი ამდენად მართალი, ხომ არის, რომ სადღაც რაღაც ისე არ გამოგივდა როგორც გინდოდა, პროცესი გინდოდა სხვანაირად წარმათულიყო, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ოჯახშიც კი, მეგობართან ურთიერთობაში. არ მახსოვს ვიყო ესეთი მართალი, დღემდე ვერ გამიგია რა უნდოდათ", - თქვა ნიკა მელიამ. 

მელიას განცხადებით, დღეს უკვე პარტიულობას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყველანაირი ზღვარი წაშლილია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა. პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა, თუმცა პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მომხდარს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი